შესვლის ფორმა

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასე ჩემი საიტი
სულ პასუხი: 175

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0




შაბათი, 20.04.2024, 12:21
მოგესალმები სტუმარი | RSS
მოდი ვისაუბროთ
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სტატიების კატალოგი


მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 6
ნაჩვენებია მასალა: 1-6

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით
დავიწყოთ იმით რომ ქრისტიანული როკი არასწორი ტერმინია. უფრო სწორი იქნება ვთქვათ პროტესტანტული როკი. იმიტომ რომ ჯაზს, ბლუზს,სოულს და როკს რელიგიური მიზნით პროტესტანტები იყენებენ.
ეს იდეა პირველად პროტესტანტების მამას, ლუთერს მოუვიდა თავში აზრად. მან თქვა: რატომ უნდა ემსახურებოდეს კარგი მუსიკა ეშმაკსო და იმ მელოდიებს, რომლებსაც დუქნებში მღეროდნენ მთვრალი მატროსები სრულიად არაქრისტიანული ტექსტებით, დაადო ქრისტიანული ტექსტები და მათი შესრულება პროტესტანტულ შეკრებებზე დაიწყეს.
ასე რომ ლუთერის ლოცვა-კურთხევით პლაგიატი, ანუ სხვისი მელოდიების მოპარვა დაკანონდა ეკლესიებში და ცოდვად არ ითვლება :) . მას მერე ამ პლაგიატით არიან დაკავებული ბაბტისტურ, ლუთერანულ, ორმოცდაათიანულ, ევანგელისტურ და ქარიზმატულ ეკლესიებში. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი ქრისტიანული როკ და ჯაზ სიმღერა თავიდან ბოლომდე რელიგიური შინაარსითაც დაიწერა.
შემდეგ პროტესტანტებს მიბაძეს კრიშნაიდებმა და დასავლური პოპ მუსიკის მელოდიებს ჰარე კრიშნა-ჰარე რამა დაადეს. ამის ინიციატორი 20 ე საუკუნის ნეოკრიშნაიდების დამაარსებელი შრილა პრაპჰუპადა იყო.გავიხსენოთ თუნდაც პოპ მუსიკის კლოუნი Boy George თავისი ხიტით-Bow Down Mister 
http://www.youtube.com/watch?v=TUDvinEBdsk  როცა ამ ვიდეოს ნახავთ, მიხვდებით რატომ ვუწოდე მას კლოუნი.
კარგია ეს თუ ცუდი რელიგიური თვალსაზრისით? >>>
ჩემი სტატიები | ნანახია: 1865 | დაამატა: haggard | თარიღი: 21.02.2011 | კომენტარი (2)

უკანასკნელი ვარსკვლავი გაქრა 
და დაიბადა ახალი ადამიანი

ქრისტეს დაბადებამდე 5 საუკუნით ადრე ინდოეთში ქვეყნიერებას მოევლინა პრინცი გაუტამა სიდხარტხა. მოხუც მეფეს ძლიერ გაუხარდა ერთადერთი მემკვიდრის დაბადება და მაშინდელი ტრადიციისამებრ, ქვეყნის ყველა კუთხიდან მოიწვია უძლიერესი ვარსკვლავთმრიცხველნი, რათა გამოეთვალათ მომავალი ხელმწიფის სვე-ბედი. თითქმის ყველა ასტროლოგმა ერთი და იგივე პასუხი მოახსენა ხელმწიფეს: (არადა, მათი რიცხვი 300-ს აღემატებოდა) "შენს ძეს ორი შესაძლებლობა აქვს ამ ცხოვრებაში მეფეო, - უთხრეს მათ, - პრინცი გაუტამა ან დიდი იმპერატორი გახდება, მთელი მსოფლიოს მბრძანებელი, ან მიატოვებს ქვეყნიერებას, რათა ეძიოს ჭეშმარიტება და მსოფლიოს უდიდესი გასხივოსნებული მოძღვარი იქნება”. მხოლოდ ერთმა ახალგაზრდა, მაგრამ ნიჭიერმა ასტროლოგმა თქვა: "არა, მეფეო, ეს ადამიანი ძალიან დიდხანს, მრავალი სიცოცხლის განმავლობაში ეძებდა. მისი დრო უკვე დადგა, ეს უეჭველად გასხივოსნდება, სხვა შესაძლებლობა არ არსებობს”. >>>
ჩემი სტატიები | ნანახია: 1512 | დაამატა: modivisaubrot | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (0)

თუ საქართველოში ქალის კულტის არსებობა-არარსებობის შესახებ კიდევ შეიძლება ვიდავოთ, უნდა ვაღიაროთ, რომ დედის კულტი უდავოდ არსებობს. თუ ამაში ვინმეს, ეჭვი ეპარება, ჩადით მეტროში და მოუსმინეთ, როგორ გაჰკივის პატარა ბოშა მათხოვარი: დეედი, დეედი! საყვარელოო ჩემო დეეედი! 
მათხოვრები შესანიშნავი ფსიქოლოგები არიან. მათ ზუსტად იციან, რომელი სიმი უნდა ააჟღარუნონ ქართველი ობივატელის გულში, რომ რაც შეიძლება მეტი ფული დასცინცლონ.>>>
ჩემი სტატიები | ნანახია: 2689 | დაამატა: modivisaubrot | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (2)

ტანტრა – მოგზაურობა შეუცნობელში 
გსმენიათ რამე ტანტრას შესახებ? თუ გსმენიათ, ალბათ ისევ ტანტრას სასტიკი მოწინააღმდეგებისაგან, რომლებიც, რა თქმა უნდა, ამორალურ, გარყვნილ, ცრუ, სატანისტურ და სხვა მსგავსი ეპითეტებით ამკობენ მას, ანდა ისეთი "მომხრეებისგან” და "მიმდევრებისგან”, რომლებიც ტანტრაში მხოლოდ სექსს ეძებენ და ხედავენ. არც ერთ და არც მეორე ტიპის ადამიანების წარმოდგენებთან ტანტრას არაფერი აქვს საერთო.>>>
ჩემი სტატიები | ნანახია: 1470 | დაამატა: modivisaubrot | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (2)

ლაო-ძი: " რაც მეტია კანონი და ბრძანება,
მით მეტია ქურდი და ავაზაკი”

ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ჩინეთის შორეულ საზღვარზე მდებარეობდა საგუშაგო, რომლის გავლითაც ტიბეტისკენ მიმავალი მგზავრი მოხვდებოდა იმ უხილავ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობდა სივანმუ – დედა დედოფალი დასავლეთისა. როგორღაც ერთხელ საგუშაგოს უფროსმა შენიშნა, რომ აღმოსავლეთიდან ანუ ქვეყნის სიღრმიდან მისკენ მოიწევდა არაჩვეულებრივი იისფერი ღრუბელი. საგუშაგოს უფროსი გუან-ინი განათლებული კაცი იყო და მაშინვე მიხვდა რას აუწყებდა ეს – საგუშაგოს უახლოვდებოდა დაოს კაცი. მართლაც, მალე გამოჩნდა ხარზე ამხედრებული ახოვანი მოხუცი.>>>
ჩემი სტატიები | ნანახია: 1850 | დაამატა: modivisaubrot | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (0)

  ალბად, ბევრს გსმენიათ ამ ყბადაღებული ქართველი ქალის კულტის შესახებ.   ეს ალბად, იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ქალები შესანიშნავად გრძნობენ თავს და პრივილეგირებული მდგომარეობა უკავიათ, მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა. საქართველოში არის არა ქალის კულტი, არამედ იმ ქცევის ნორმების და ჩარჩოების კულტი, რომელთა დარღვევის უფლება ქართველ ქალს არა აქვს და თუ გაბედავს და დაარღვევს, ასევე ქართული ტრადიციების მიხედვით ქალს, რომელსაც გუშინ აღმერთებდნენ, მასზე პოემებს თხზავდნენ და მის სადღეგრძელოებს სვავდნენ განსხვავებული სასმისით, (ლამფის შუშით ან კრამიტით მაგალითად) გააშიშვლებენ, ვირზე უკუღმა შესვავენ, სოფელ-სოფელ ატარებენ, აფურთხებენ, ლაფში ამოსვრიან, აგინებენ და თუ მანამდე არ მოკვდა ტანჯვისა და დამცირებისგან, ბოლოს ქვებით ჩაქოლავენ. ასეთი გახლავთ ქართული, ეროვნული, მამაპაპური ტრადიცია. რა თქმა უნდა, დღეს ასეთი სახით აღარ სრულდება დამსჯელი ოპერაციები მეამბოხე ქალების წინააღმდეგ, მაგრამ აზროვნება და დამოკიდებულება იგივე დარჩა. ტრადიცია გრძელდება!>>>
ჩემი სტატიები | ნანახია: 2370 | დაამატა: modivisaubrot | თარიღი: 26.03.2010 | კომენტარი (1)


Copyright MyCorp © 2024