შესვლის ფორმა

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასე ჩემი საიტი
სულ პასუხი: 175

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0




შაბათი, 20.04.2024, 09:07
მოგესალმები სტუმარი | RSS
მოდი ვისაუბროთ
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სტატიების კატალოგი


მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

ქართველი დედის კულტი. ანუ ერი, რომელიც საკუთარ დედას აგინებს
თუ საქართველოში ქალის კულტის არსებობა-არარსებობის შესახებ კიდევ შეიძლება ვიდავოთ, უნდა ვაღიაროთ, რომ დედის კულტი უდავოდ არსებობს. თუ ამაში ვინმეს, ეჭვი ეპარება, ჩადით მეტროში და მოუსმინეთ, როგორ გაჰკივის პატარა ბოშა მათხოვარი: დეედი, დეედი! საყვარელოო ჩემო დეეედი! 
მათხოვრები შესანიშნავი ფსიქოლოგები არიან. მათ ზუსტად იციან, რომელი სიმი უნდა ააჟღარუნონ ქართველი ობივატელის გულში, რომ რაც შეიძლება მეტი ფული დასცინცლონ.
დედა, მისი სახელი, ღირსება და პატიოსნება წმინდათაწმინდა იყო ოდითგანვე ქართველისთვის. ამიტომაც დედის შეგინება გაუგონარ შეურაცხყოფად ითვლებოდა. მახსოვს 80-იან წლებში საბჭოთა არმიის რიგებში რომ გამიწვიეს, ქართველების მცირე ჯგუფი სხვადასსხვა ეროვნების ჩვენნაირი პირყვითელა ბიჭების გარემოცვაში აღმოვჩნდით. ძირითადად ჭარბობდნენ რუსები. წავიდა ერთმანეთის გაცნობა, მასლაათი, მაგრამ ცოტა ხანში ამ მეგობრულ და მშვიდობიან სიტუაციაში ელვისებურად წარმოიქმნა ჩხუბის რამდენიმე კერა: ქართველები ურტყავდნენ რუსებს სასტიკად და გამეტებით. გაოცებული რუსები ვერ ხვდებოდნენ, რამ გააცოფა ასე უცებ ეს ველური კავკასიელები (როგორც ისინი ფიქრობენ ჩვენზე) მათთვის ხომ `ტვაიუ მაწ~ სიტყვის მასალა იყო მხოლოდ და მეტი არაფერი, ჩვენებური `შე კაი კაცო~-ს ან დიდი-დიდი `შეჩემა~-ს მსგავსი. ასეთი ვიყავით ჩვენ 80-იან წლებში. 
დღეს ქართველები თვითონ აგინებენ საკუთარ დედას და ამას სიტყვის მასალად თვლიან. ადრე მეგონა, რომ ეს ახალგაზრდობის სენი იყო მხოლოდ, მაგრამ ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ ზოგიერთი ჭარმაგი მამაკაციც ხშირად ამკობს თავის დედას გინებით და ალაგ-ალაგ ასეთი რამ ქალებისგანაც მსმენია. 
ბუნებრივია, საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც ჯერ კიდევ შემორჩათ ღირსების და საღი აზროვნების უნარი, აწუხებს ეს ამბავი და აინტერესებს, საიდან შემოგვიჩნდა ეს სენი.
ზოგი ფიქრობს, რომ ეს არის შემოკლებული ვარიანტი ქართველებში ფართოდ გავრცელებული დაგინებისა (რაღაც უწმაწური დაფიცების მსგავსია) და ასე იშიფრება: `ჩემი დედა.. თუ მე ეს გავაკეთო ან თუ მე მოვიტყუო~.
სიამოვნებით დავიჯერებდი ამ ვერსიას, მაგრამ ჩვენი `სახელოვანი მამულიშვილები~ ისეთ კონტექსტში და ისეთი სიხშირით ხმარობენ ამ გინებას, რომ ვერაფრით ჯდება დაგინების მნიშვნელობაში. თან ისიც შევამჩნიე, რომ მაინცდამაინც სხვისთვის დედის შეგინებაც აღარ ითვლება დიდ შეურცყოფად. რა თქმა უნდა, მხოლოდ ზოგიერთ `სასტავებში~. 
ვფიქრობ, მიზეზი მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის მანკიერ ფორმებში უნდა ვეძებოთ. 
70-იან წლების ბოლოს თბილისის სკოლებში უფროსკლასელ ბიჭებს შორის მამის გინება შემოვიდა მოდაში. თან ეს ეგრეთწოდებული `მოსული~, ანუ დაშვებული გინება იყო. ანუ, არ უნდა გწყენოდა. თუ გეწყინებოდა, "გოიმი” იქნებოდი. Aამ მოვლენის არსი ნათელია. იმ პერიოდში იბადებოდა ახალგაზრდობის ჩუმი, ჯერ კიდევ ბოლომდე გაუცნობიერებელი პროტესტი იმ სიყალბის და მონური სულის მიმართ, იმ იდეოლოგიური ძალადობის მიმართ, რასაც უფროსი თაობა ამკვიდრებდა. ამ მონობას ჩვენც გვაძალებდნენ და კიდევაც გვამადლიდნენ. 
მამების გინების ტალღამ ორ-სამ წელიწადში გადაიარა და მიჩუმდა, რათა ქართველები შემდეგ თავის დედებს მისდგომოდნენ.
ნუთუ დედებიც იმსახურებენ გინებას?
განა შეიძლება წარმოიდგინო უფრო ღრმა ხორციელი და სულიერი დამოკიდებულება, ვიდრე დედასა და შვილს შორის არსებობს? სანამ დედის მუცელშია, ბავშვი დედისგან ღებულობს აბსოლიტურად ყველაფერს და მთლიანად დამოკიდებულია მასზე. დაბადების შემდეგაც დედისგან ღებულობს საკვებს, სითბოს, ალესს, სასიცოცხლო ენერგიას. მისგან სწავლობს აბსოლუტურად ყველაფერს და კვლავ მთლიანად დამოკიდებულია მასზე, სანამ პატარაა. აკი, იმ სიმღერაშიც ხომ ასეა, მეტროში რომ გაჰკივიან პატარა მათხოვრები; `სანამ ვიყავი პაატარა, დედამ გულით მაატარა!"..
გენიალურია!
რა ხდება როცა ბავშვი წამოიზრდება და სკოლაში მიაბარებენ? ისევ დედა ურეცხავს, ბანს, ულაგებს, სკოლაში დაყავს, მასათან ერთად ასრულებს საშინაო დავალებებს, იბარებს გაკვეთილებს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე Aაკონტროლებს და გამუდმებით უჩიჩინებს: `ეს არ შეიძლება, ის არ გააკეთო, ეს კარგია, ის _ ცუდი~.
რა გასაკვირია, რომ ბავშვისთვის დედა ყველაფერია (მამები ამხელა დატვირთვას ვერ იღებენ თავისთავზე). მოკლედ, დედაა მისი ღმერთი.. რაღა თქმა უნდა, ნამდვილი ღმერთი ვერ იქნება. ესე იგი, კერპია, ანუ კულტი. კულტიც სხვა არაფერია, თუ არა პიროვნების ღმერთის რანგში აყვანა ანუ გაკერპება.
სანამ ადამიანი ბავშვის ასაკშია, ეს მოვლენა ასე თუ ისე ასატანია. ნორმალურ ვითარებაში ბავშვი ზრდასრულ ადამიანად იქცევა, გაუჩნდება პირადი ცხოვრება, საკუთარი აზრები, ცხოვრობს დამოუკიდებლად და მშობლებთან ნათესავური, გულთბილი, მადლიერებით აღსავსე გრძნობები აკავშირებს.
ნორმალურ საზოგადოებაში ახალგაზრდას მილიონერი მშობლებიც რომ ჰყავდეს, ბავშვობიდანვე აჩვევენ შრომას. სრულწლოვანი როგორც კი გახდება, მუშაობას იწყებს, ცალკე ცხოვრობს და თვითონ ირჩენს თავს. სკოლის პერიოდშიც კი ბავშვები თავიანთი შრომით გამოიმუშავებენ ჯიბის ფულს ეს არავის არ ეჩოთირება, არ ესირცხვილება, რადგან სწორედ ასე ყალიბდება ბავშვი დამოუკიდებელ, ზრდასრულ ადამიანად და არა პარაზიტად. 
სოციალისტური სახელმწიფო თვითონ ქმნიდა ისეთ გარემოს, რომ ადმიანი უმწეო და მთლიანად დამოკიდებული ყოფილიყო სისტემაზე და ბუნებრივია, ამ პოლიტიკამ ოჯახსა და ბავშვების აღზრდის მეთოდსაც თავისი დაღი დაასვა. ქართველ ერში ამან განსაკუთრებულად ძლიერად მოიკიდა ფეხი. Aალბათ ეს გამოწვეული იყო იმით, რომ კომუნისტების მოსვლამდე საქართველო უკვე იყო დამონებული რუსეთის მიერ და ეს უკვე თრგუნავდა ქართველის პიროვნულ ღირსებას.
ქართველი დედის გაზრდილი ბავშვი ვერასოდეს იქცევა ზრდასრულ ადამიანად! 
`შენ ჩემთვის ყოველთვის პატარა იქნები~. ეს თითქოს უწყინარი, მაგრამ შინაარსით ამაზრზენი ფრაზა გადაულახავ ბარიერს უქმნის ადამიანის, როგორც დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბებას.
ვიცრუე როცა ვთქვი, დედა ყველაფერს აძლევს მეთქი ბავშვს. ქართველი დედა ყველაფერს აძლევს შვილს გარდა პიროვნული თვითშეგნებისა და დამოუკიდებლად არსებობის უნარისა. სულ ცოტა ხნის წინ ასეთი რამის მთქმელს ინტრიგანად ან ერის მოღალატედ ჩათვლიდნენ, დღეს კი შედეგი სახეზეა:Lქართველ ერს არც პიროვნული თვითშეგნება გააჩნია და არც დამოუკიდებლად არსებობის უნარი. ხან რუსეთისკენ გვაქვს გაწვდილი სამათხოვროდ ხელი, ხანაც ევროპისკენ და ამერიკისკენ.
დაბადების მომენტიდან ბავშვის ცნობიერება ერთ მარტივ კანონზომიერებას ითვისებს: თუ რამე მოაკლდება; საჭმელი, სასმელი, პამპერსის გამოცვლა თუ გართობა, იწყებს ტირილს და შედეგად ამ ყველაფერს აძლევენ. ბავშვი იზრდება და გარშემო სიტუაცია ისევ იგივე რჩება: დედა, მამა, ბებიები, ბაბუები, გასათხოვარი მამიდები თავს დასტრიალებენ და ყოველ ნება-სურვილს უსრულებენ: სათამაშოები, ტკბილეული, ვიდეო, კომპიუტერი.. თუ რამეს მოაკლებენ, ისევ იგივე მეთოდი: ანუ, დაწვება იატაკზე, იქნევს ხელ-ფეხს და ჩხავის. მისცემენ და გაჩუმდება. აი, ის უკვე გაიზარდა და მოთხოვნებიც შესაბამისად გაეზარდა: მანქანა, ბინა, აგარაკი, დიპლომი, სამსახური, მეუღლე. `შენ ოღონდ შვილიშვილები გაგვიჩინე შვილო და ჩვენ თვითონ გავზრდით~.
ასეთ გარემოში ყალიბდება ტიპიური ეგოისტი, პარაზიტი, რომელიც თვლის რომ ყველა მის გარშემი მისი მევალეა. რა ხდება მაშინ, როცა მშობლები ვეღარ აკმაყოფილებენ მის მოთხოვნებს? იგივე მეთოდი, როგორც ბავშვობაში _ ჩხავილი. ოღონდ ეს რა თქმა უნდა, უკვე ღრიალსა და ლანძღვა-გინებაში გამოიხატება. 
ასეთ `დედიკოს ბიჭებს~ ყველგან შეხვდებით _ ფასიან თუ უფასო უნივერსიტეტებში. ფირმა მანქანებით დადიან, პეწენიკად აცვიათ, ძვირფას სიგარეტებს ეწევიან, "ბლატაობენ” და... ხურდა ფულს თხოულობენ თანაკურსელებისგან. აბა, გაბედე და უთხარი, რომ ეს მათხოვრობაა!
მე მაინც ვიტყვი, რომ ისინი მათხოვრები არიან, მაგრამ საშიში და აგრესიული მათხოვრები, რადგან თვლიან, რომ შენ ვალდებული ხარ მისცე მათ ფული. ისინი უბარალოდ, ასე გაზარდეს.
შემდეგ მშობლები მათ ფულიან, ხელმძღანელ თანამდეობებზე მოაწყობენ, რათა იგივე აკეთონ: ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე გამოსძალონ რიგით მოქალაქეებს ქრთამები, ჩაიჯიბონ მათი ხელფასები, პენსიები, გაყიდონ ყველა და ყველაფერი და თუ რამე მოაკლდათ, აგინონ თავიანთ დედებს.. და ეს დედა მათი მშობელი დედა არ არის მხოლოდ, არის დედა-ქალაქიც, დედა-ენაც, დედა-სამშობლოც, და დედამიწაც.. 
მოდი ისევ ლექსი გავიხსენოთ, ოღონდ ახლა სერიოზული, `ქართლის დედაო, ძუძუ ქართლისა, უწინ მამულსა უზდიდა შვილსა~. 
ვაგლახ, რომ ეს `უწინ~ ზუსტად არის ნახმარი – უწინ, მართლა ასე იყო. დღეს ვის ზრდიან ქართველი დედები? საკუთარ მაგინებლებს?!
მაინც, რატომ არ სურს ქართველ დედას, რომ მისმა შვილმა მისგან დამოუკიდებლად იაზროვნოს და იარსებოს? _ სიცოცხლის აზრის დაკარგვის შიშის გამო! არც მეტი და არც ნაკლები.
საოცარი რამ არის ქართველი ქალის ფენომენი. სანამ ბავშვს გააჩენს, მას შეიძლება აინტერესებდეს ხელოვნება, მეცნიერება, კარიერა, რელიგია, ქმარი ბოლოს და ბოლოს. როგორც კი ბავშვს გააჩენს, მას ეს ყველაფერი ავიწყდება და მისი მთელი არსება მხოლოდ ბავშვით არის დაკავებული. უნდა ვაღიაროთ, რომ ამას ქმრებიც აქტიურად უწყობენ ხელს. ქართველი მამაკაცისთვის ცოლი ხომ ბავშვების საწარმოებელი აპარატია მხოლოდ და მეტი არაფერი. დედებს კი თავი მოაქვთ, რომ მათ თავიანთი სიცოცხლე ბავშვებს მიუძღვნეს. ვის სჭირდება ასეთი მსხვერპლი? შეიძლება ვინმეს სჭირდება, მაგრამ არა შვილებს. ისევ ჩვეულებრივი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი: ქალები თვითონ არიან მახინჯი ტრადიციების მსხვერპლნი და მათი შვილებიც ამ ტრადიციებით დამონებული და დამახინჯებული ცნობიერების მქონე დედების მსხვერპლი ხდებიან.
ისევ ეს ყბადაღებული ტრადიციები!.. როცა ტრადიციებზე ჩამოვარდება ლაპარაკი, ობივატელის გონებაში ავტომატურად იბადება აზრი; "ტრადიციები? ჰოო! ტრადიციებს დაცვა უნდა!”. მე კი გეტყვით ჩემო ძვირფასო ავტომატებო, ჩვენს წინაპრებს რომ არ დაერღვიათ თავიანთი წინაპრების ტრადიციები მეფე მირანის დროს, დღემდე ჩვენ არმაზის კერპის თაყვანისმცემლები ვიქნებოდით და არა ქრისტიანები.
გაკერპება და გაკულტება არაფრის არ ვარგა _ არც ნივთის, არც პიროვნების. აკი, დიდის ამბით დავგმეთ კიდევაც ლენინის, სტალინის და სხვათა კულტი. ასე რომ, ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ ქალის ან თუნდაც დედის კულტს, ამით მათი მდგომარეობა სახარბიელოდ არ შეიცვლება და მით უმეტეს, ჩვენი.
ეს სავალალო მდგომარეობა შეიცვლება მხოლოდ ეროვნული თვითშეგნების წარმოქმნით (ნაციონალისტური ისტერია ეროვნული თვითშეგნება არ არის). ხოლო ეროვნული თვითშეგნება შეუძლებელია პიროვნული თვითშეგნების გარეშე. 
ეს `თვითშეგნებაც~ ცარიელი სიტყვების რახარუხად დარჩება, თუ არ გამოჩნდებიან გურწფელი და მამაცი ადამიანები, რომლებსაც ეყოფათ სულიერი ძალა მოიქცნენ ისე, როგორც კარნახობთ შეგნება და სინდისი.
კატეგორია: ჩემი სტატიები | დაამატა: modivisaubrot (26.03.2010)
ნანახია: 2689 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 2
2 toka944  
0
"tvaiu mat" -"sheni dedas" nishnavs da ara uwyinar shechemas. "tvaiu mat ebal" nishnavs "sheni deda movtyans"... Xoo rac martalia martalia- "tvaiu mac" martlac sityvis masalaa, Magram axal gacnomil adamians (mitumetes jarshi) mainc da mainc ar unda "akadro", tu chventvis xsenebuli "shutkis gaxsnazea" saubari, mashin ara mgonia ase male gexsnat rusebs shutka qartvelebisatvis, an piriqit...
Qalebisgan xshirad movisment "mamachemis bozi viyo", "sheni mama movtyan" (aq yvelaperi tavmoyvareobis ambavia, cota temas gadavuxvev da- "Genderuli tabasworoba"- ES VER iqneba veranairad, es AR iqneba martali. nebismier magalitze dayrdnobit, tundac ginebis magalitze rom daveyrdnot- kaci igineba- normaluria bunebidan gamomdinare, magram qali igineba- ukve im naz bunebas apuchebs (rac aseti mimzidvelia, da ubralo tavmoyvareobis ambavia) me ar minda gverdze chemnairi uxeshi da "moginare" adamiani - me qali minda tavis sinazit da qaluri bunebit, es chemi motxovna ar aris es zogadad kacobriobis motxovnaa) genderuli tanasworoba igive pidarastebis da lezbebis tanasworobaa, sasqeso organoebis yvelas eqneba male ORIVE :), da ukve azri agar eqneba ginda kacs motynav ginda qals... ase rom es DAUSHVEBELIA. ara da rogor uyvart sazogadoebriv transportshi mamakacebi adgils rom utmoben...
Nuu tviton statias rac sheexeba, verapershi shevewinaagmdegebi, rac martalia- martalia, eg ki ara mec egeti agzrdis "msxverpli" gaxlavart, da yvela... amitom aris rom UDEDO an saertodac OBOLI bavshvebi aseti damoukideblebi arian, gambedaobac yopnit yvelaperze da "tavmoyvareobac"

1 manana  
0
Zalian momewona, zustad asaxavs Cvens yofierebas. madlob

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024