შესვლის ფორმა

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასე ჩემი საიტი
სულ პასუხი: 175

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0




ხუთშაბათი, 25.04.2024, 03:30
მოგესალმები სტუმარი | RSS
მოდი ვისაუბროთ
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სტატიების კატალოგი


მთავარი » სტატიები » ჩემი სტატიები

როკ და პოპ მუსიკა რელიგიაში. "ქრისტიანული როკი"
დავიწყოთ იმით რომ ქრისტიანული როკი არასწორი ტერმინია. უფრო სწორი იქნება ვთქვათ პროტესტანტული როკი. იმიტომ რომ ჯაზს, ბლუზს,სოულს და როკს რელიგიური მიზნით პროტესტანტები იყენებენ.
ეს იდეა პირველად პროტესტანტების მამას, ლუთერს მოუვიდა თავში აზრად. მან თქვა: რატომ უნდა ემსახურებოდეს კარგი მუსიკა ეშმაკსო და იმ მელოდიებს, რომლებსაც დუქნებში მღეროდნენ მთვრალი მატროსები სრულიად არაქრისტიანული ტექსტებით, დაადო ქრისტიანული ტექსტები და მათი შესრულება პროტესტანტულ შეკრებებზე დაიწყეს.
ასე რომ ლუთერის ლოცვა-კურთხევით პლაგიატი, ანუ სხვისი მელოდიების მოპარვა დაკანონდა ეკლესიებში და ცოდვად არ ითვლება :) . მას მერე ამ პლაგიატით არიან დაკავებული ბაბტისტურ, ლუთერანულ, ორმოცდაათიანულ, ევანგელისტურ და ქარიზმატულ ეკლესიებში. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი ქრისტიანული როკ და ჯაზ სიმღერა თავიდან ბოლომდე რელიგიური შინაარსითაც დაიწერა.
შემდეგ პროტესტანტებს მიბაძეს კრიშნაიდებმა და დასავლური პოპ მუსიკის მელოდიებს ჰარე კრიშნა-ჰარე რამა დაადეს. ამის ინიციატორი 20 ე საუკუნის ნეოკრიშნაიდების დამაარსებელი შრილა პრაპჰუპადა იყო.გავიხსენოთ თუნდაც პოპ მუსიკის კლოუნი Boy George თავისი ხიტით-Bow Down Mister 
http://www.youtube.com/watch?v=TUDvinEBdsk  როცა ამ ვიდეოს ნახავთ, მიხვდებით რატომ ვუწოდე მას კლოუნი.
კარგია ეს თუ ცუდი რელიგიური თვალსაზრისით?
პლაგიატობას რომ თავი დავანებოთ, სხვა პრობლემას მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება: ნებისმიერ სიმღერას გარდა ტექსტური შინაარსისა გააჩნია კიდევ მუსიკის მეტაფიზიკური ენა, რომელსაც საკუთარი ენერგო-ინფორმაციული შინაარსი გააჩნია და უძლიერეს გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე, უმეტესად ქვეცნობიერზე.ზოგი მუსიკა დადებით ზეგავლენას ახდენს ადამიანზე. ზოგი კი დამანგრეველს. ცალსახად დამტკიცებულია მრავალჯერადი ექსპერიმენტებით, ფსიქოფიზიოლოგიური ხელსაწყოებით, რომ მეტალის რითმებს და ბგერების ტემბრს საშინელი დამანგრეველი მოქმედება აქვს ადამიანის ფსიქიკაზე და ჯანმრთელობაზე. იგივე ზემოქმედებისაა როკის, ტექნოს, პანკ როკის და სხვა მისთანების უმეტესობა. თუმცა სამართლიანობის გულისთვის უნდა აღვნიშნო, რომ არც კლასიკური მუსიკის ზოგიერთი ნიმუშია ნაკლებად დამანგრეველი.
 უდიდესი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე როგორი სულიერი ენერგეტიკის მატარებლები არიან ამ მუსიკის შემსრულებლები. ასე რომ ასე უვიცად და ხელაღებით მუსიკის გაქრისტიანება მხოლოდ ტექსტის შეცვლით გაუმართლებელ უგუნურებად მიმაჩნია.
უნდა აღვნიშნო ერთი საინტერესო ფაქტი: ბუდისტურ ტაძრებში მედიტაციისთვის იყენებენ ჟან მიშელ ჟარეს ალბომს ოქსიჯენ (ჟანგბადი) jean michel jarre - oxygen , 
http://www.youtube.com/watch?v=EIRGT-2CO-Y&feature=related
თუმცა ზედ რელიგიური შინაარსის ტექსტებს არ ადებენ და არც იმას ივიწყებენ, ვინ დაწერა ეს მუსიკა. 
ეს ალბომი ფსიქოლოგებმა და ფიზიოლოგებმა შეამოწმეს და ყველამ ერთხმად აღნიშნა მისი დადებითი ზემოქმედება ადამიანზე.
გამოდის, ბუდისტები გონივრულად იქცევიან. ეს არცაა გასაკვირი. ბუდიზმი უფრო მეტად მეცნიერებაა ვიდრე რელიგია.
კატეგორია: ჩემი სტატიები | დაამატა: haggard (21.02.2011)
ნანახია: 1866 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2 dato  
0
kargi statiaa:)

1 dato  
0
Zaan magari simgeraa..arc vicodi amis warmomavloba...

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

Copyright MyCorp © 2024